პუტინს სირიიდან ჯარები გამოჰყავს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა სირიიდან რუსული ჯარის გამოყვანის თაობაზე. ამის შესახებ, მან სირიაში მდებარე რუსულ ავიაბაზა ჰმეიმიმში, სამხედრო მოსამსახურეების წინაშე გამოსვლის დროს განაცხადა.
პუტინის თქმით, ორ წელიწადში რუსეთისა და სირიის არმიებმა „საერთაშორისო ტერორისტების ყველაზე ბრძოლისუნარიანი დაჯგუფება გაანადგურეს“. აქედან გამომდინარე, პუტინის თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ჯარების დიდი ნაწილი გამოყვანილ იქნეს სირიიდან და დაბრუნდეს დისლოცირების პუნქტებში რუსეთის ფედერაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები