აშშ-ის სატრანსპორტი ინფრასტრუქტურის აღსადგენად 1 ტრილიონი დოლარი დაიხარჯება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღსადგენად, ფედერალური ბიუჯეტიდან 200 მილიარდ დოლარს გამოყოფს, 800 მილიარდ დოლარს კი, კერძო ინვესტორებისგან და რეგიონული ხელისუფლებისგან მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია „The Wall Street Journal“-მა გაავრცელა.
აშშ-ის მოსახლეობის უმრავლესობა, ტრამპის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს და დადებითად აფასებს, ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაავრცელეს.
„The Wall Street Journal“-ის ინფორმაციით, კონგრესმა შესაძლოა, ტრამპის ინიციატივა დაბლოკოს, რადგან ასეთი გადაწყვეტილებით, ქვეყნის ბიუჯეტს საფრთხე შეექმნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები