სამართალდამცველებმა, გერმანიის საშობაო ბაზრობასთან, 200 ვაზნა აღმოაჩინეს

0

ბერლინის სამართალდამცველებმა, საშობაო ბაზრობასთან ახლოს, 200 ვაზნა აღმოაჩინეს.
პოლიციამ საბრძოლო მასალა იმ მიწისქვეშა ავტოფარეხში აღმოაჩინა, რომელიც საშობაო ბაზრობასთან და მეჩეთთან ახლოს მდებარეობს.
საშობაო ბაზრობაზე განგაში ატყდა, სამართალდამცველებმა ბაზრობის პერიმეტრიდან, მოსახლეობა გაიყვანეს.
ბერლინის პოლიციის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აღმოჩენილ ვაზნებს ტერორისტულ საფრთხედ არ აღიქვამენ.

კომენტარები

კომენტარი