ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა – „ჩარევა სასურველია“ გაიხსნება

11 დეკემბერს, 17:00 საათზე,  ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა – „ჩარევა სასურველია“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი გერმანულენოვანი მწერლის – ჰაინრიჰ ბიოლის ცხოვრება და შემოქმედება.
გამოფენა 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ღონისძიება ტარდება „საქართველო-გერმანიის წელი 2017“-ის ფარგლებში. გამოფენის ორგანიზატორები არიან: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

მისამართი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ლ. გუდიაშვილის ქ. 7.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები