კულტურისა და ძეგლთა დაცვის გაერთიანებულ სამინისტროში კადრები შემცირდება

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ვარაუდობს, რომ სამინისტროში, რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის შედეგად, კადრები შემცირდება და კონკრეტული ციფრები მხოლოდ საბოლოო გეგმის ჩამოყალიბების შემდეგ გახდება ცნობილი.
„ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში იქნება გარკვეული ოპტიმიზაცია. კადრების შემცირებებს ვვარაუდობთ, თუმცა  ეს შემცირება შეეხება ადმინისტრაციულ ნაწილს, დარგობრივ ნაწილში სრულად ვინარჩუნებთ კადრებს, რომლებიც მართლაც მაღალპროფესიონალური კადრები არიან. ჩვენ არც ერთი ადამიანისა და პროფესიონალის დაკარგვა არ გვინდა“,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი უერთდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები