მარინა ქარცივაძის წიგნის – Modus Vivendi („ცხოვრების წესი“) წარდგენა გაიმართება

 9 დეკემბერს, 13:45 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ მე-3 დარბაზში გაიმართება მარინა ქარცივაძის წიგნის პრეზენტაცია – Modus Vivendi („ცხოვრების წესი“).
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მსახიობმა წიგნი კინორეჟისორ ოთარ იოსელიანზე დაწერა და მისი წარდგენა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება.
წიგნი დასტამბა საგამომცემლო სახლმა “ქოლგამ”.
მარინა ქარცივაძე გადაღებულია შემდეგ ფილმებში: „შემთხვევითი პაემნები“ (2013), „ყაჩაღები, თავი VII“ (1996), „ჟამი მოქცევისა (ნანა დედოფალი)“  – (1982), „მწვერვალი“ (ანა) – (1976), „პასტორალი“ – (1975), „იყო შაშვი მგალობელი“ – (1970), „გიორგობისთვე“ (მარინე) – 1966.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები