კინოთეატრი „ამირანი“ რომუალდ კარმაკარის ფილმს – „როცა ღამით გერმანია მაგონდება” უმასპინძლებს

8 დეკემბერს, 21:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ მე-3 დარბაზში, თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში,  რომუალდ კარმაკარის ფილმს – „როცა ღამით გერმანია მაგონდება” უჩვენებენ. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფილმის ჩვენების შემდეგ შეხვედრა ფილმის პროდიუსერთან – ანდრო შტაინბორნთან გაიმართება.
რომუალდ კარმაკარი რეჟისორი და სცენარისტია, რომელიც ცნობილია ფილმებით: „მკვლელი“ (1995), „მანილა“ (2000) და „ეშმაკსა და განიერ ლურჯ ზღვას შორის“ (2005).
ანდრო შტაინბორნი 30-მდე ფილმის პროდიუსერია, მათ შორის ისეთი ცნობილი ფილმების, როგორებიცაა: ტომ ტიკვერის “გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი” და ვოლფგანგ ბეკერის „მშვიდობით, ლენინ!”.
დიჯეი რომან ფლიუგელისთვის თავისი საქმე ყველაფერია და არაფერში გაცვლიდა მას. რომუალდ კარმაკარის ახალი დოკუმენტური ფილმი ეხება ელექტრონული მუსიკის ხუთ პიონერს, რომელთათვისაც სამუშაო არსებობის საზრისია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები