თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ზაზა ხალვაშის ფილმის – „ნამე“ ჩვენება გაიმართება

10 დეკემბერს, 14:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ 1-ელ დარბაზში, თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ზაზა ხალვაშის ფილმით “ნამე” დაიხურება.
როგორც „კვირას“ ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფილმი წლევანდელი ტოკიოს ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.
ზაზა ხალვაში დაიბადა ბათუმში, 1957 წლის 17 მაისს. 1982 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის სახელოსნო. 1977-2004 წლებში მუშაობდა კინოსტუდიაში „ქართული ფილმი“ დამდგმელ რეჟისორად. გადაიღო მხატვრული ფილმები: „იქ – ჩემთან…“ (1990 წ,), „მიზერერე“ (1996 წ), „მგლების ხორუმი“ (2003 წ.). 1997 წლიდან დღემდე ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის კინორეჟისურას, ხელმძღვანელობს კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტს.
ალის ოჯახს მისია აკისრია – სამკურნალო წყლის პატრონობა და მისი დახმარებით სნეული თანასოფლელების მკურნალობა. სამივე ვაჟმა მამისეული სახლი მიატოვა, მხოლოდ უმცროსი ქალიშვილი ცისნამე (ნამე) შემორჩა ოჯახური ტრადიციების სადარაჯოზე. სოფელში ერთად ცხოვრობენ ქრისტიანები და მაჰმადიანები. ნამე მერაბს გაიცნობს. მათ შორის სიახლოვის სურვილი ძლიერდება. ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც შესაძლოა, ეკოლოგიური ცვლილებების გამომწვევი იყოს. ერთ დღეს წყალი დაშრობას იწყებს. მოხუც მამას ძველების ნათქვამი ახსენდება, რომ წყლის დაბრუნება მსხვერპლშეწირვის გარეშე შეუძლებელი იქნება…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები