2017 წლის „წინანდლის პრემიის“ ნომინანტები 11 დეკემბერს დაჯილდოვდებიან

ზურაბ ჟვანიას სახელობის “წინანდლის პრემიის” ჟიურიმ (დარგობრივმა კომისიებმა) მეცნიერებისა და ხელოვნების რვა დარგში გამოავლინა 2017 წლის „წინანდლის პრემიის“ 3-3 ნომინანტი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 2017 წლის წინანდლის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი მიმდინარეობდა 16 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე. 2017 წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა შეეძლოთ 18-30 წლის ხალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა, პოეზია), მუსიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

გთავაზობთ 2017 წლის წინანდლის პრემიის ნომინანტების სიას:

თეატრალური ხელოვნება: მარიამ გაგლოშვილი, ქეთევან გიორგაძე, გურამ მაცხონაშვილი.
კინოხელოვნება: გიგა ბაინდურაშვილი, გიორგი თავართქილაძე, ბაქარ ჩერქეზიშვილი.
მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ზურა აბაშიძე, მარი ბექაური, ცოტნე ცხვედიანი.
მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): როინ აბუსელიძე, ნინი ელიაშვილი, გიორგი შონია.
მუსიკა: კახი სოლომნიშვილი, ირმა გიგანი, ალექსანდრე კორძაია (Kordz).
სახვითი ხელოვნება: გიორგი ვარდიაშვილი, ლუკა ცეცხლაძე, გვანცა ჯიშკარიანი.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: მანუჩარ გვარამია, ეკა გურგენაშვილი, ომარ ჩალიგავა/ანა ქვლივიძე/ტოლხა შეთეკაური.
ჰუმანიტარული მეცნიერებები: შოთა მათითაშვილი, ნინო ტაბეშაძე, ნათია ჯანგულაშვილი.
„2017 წლის წინანდლის პრემიის“ ლაურეატები გამოვლინდებიან დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, რომელიც გაიმართება 11 დეკემბერს, 19:30 საათზე, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
წინანდლის პრემიის ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზითა და 4000-ლარიანი ფულადი პრემიით. ასევე კომპანია „ბადაგონის“ და მისი ახალგაზრდული ბრენდ „გაუს“ ინიციატივით წინანდლის პრემიის ერთ-ერთ საუკეთესო ნომიმანტს გადაეცემა 2000-ლარიანი ფულადი პრემია.
2017 წლის VII „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალსა და გალა კონცერტში მონაწილეობენ:
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, ლიზი რამიშვილი, გიორგი ჯანიაშვილი, მარიამ ბუღაძე, თათა დათუკიშვილი, რუსუდან კვალიაშვილი, ნინო თარგამაძე, გიორგი ცაგარელი და კამერული ორკესტრი (Zagareli & Strings), ალექსანდრე კორძაია (Kordz), Sophie Villy.
პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით და ზურაბ ჟვანიას სახელობის ფონდის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები