საბალეტო დასი იტალიაში საგასტროლოდ მიემგზავრება

13-20 დეკემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, იტალიაში გასტროლებს გამართავს.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, ქალაქ კალიარიში საბალეტო დასი მაყურებელს „გედების ტბას“ წარუდგენს. Teatro Lirico di Cagliari-ში შვიდი სპექტაკლი გაიმართება, რომელშიც Teatro Lirico di Cagliari-ის ორკესტრი მიიღებს მონაწილეობას. სპექტაკლებს დავით მუქერია უდირიჟორებს. საბალეტო დასის გასტროლი იტალიაში ATER-ის (Associazione Teatrale Emilia Romagna) ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები