„ხელოვნების ქურუმი“ გიორგი ხარაბაძესა და რევაზ კლდიაშვილს გადაეცათ

კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მსახიობ გიორგი ხარაბაძესა და დრამატურგ რევაზ კლდიაშვილს, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სამინისტროს სპეციალური ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.

გიორგი (გოგი) ხარაბაძე – მსახიობი, რეჟისორი, მწერალი. საქართველოს სახალხო არტისტი (1987). 1963 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი. მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში 1963-1993 წლებში. მისი თეატრალური დებიუტი ახალგაზრდულ ექსპერიმეტულ სპექტაკლში შედგა. რობერტ სტურუას აქტუალურ, მწვავე სპექტაკლში “ბრალდება”, ახალგაზრდა მსახიობმა ბრალმდებელის როლი ითამაშა.
კინოში მისი დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. პირველი როლი ი 1966 წელს, ფილმში გიორგობისთვე თამაშა, სადაც ოთარის როლი შეასრულა. ოთარი სწორი, მაგრამ უარყოფითი გმირია- ამგვარი ამპლუა მას კინემატოგრაფიაშიც გადმოჰყვა: მომხიბვლელი, მაგრამ ეგოისტი ნოდარი (“ჩემი მეგობარი ნოდარი”, 1967 წელს), კაზა ჩხეტია (“დათა თუთაშხია, 1978 წელს) და სხვა. მონაწილეობდა ტელეფილმებში: დავით კლდიაშვილის “ირინეს ბედნიერება” 1974 წელს (აბესალო) და ლეო ქიაჩელის “გვადი ბიგვა” 1977 წელს (არჩილ ფორია).
გამოცემული აქვს ბიბლიის, შოთას “ვეფხისტყაოსანის”, ილია ჭავჭავაძის ლექსების, აკაკი წერეთელის ლექსებისა და პოემა “თორნიკე ერისთავის”, ვაჟა-ფშაველას ლექსებისა და პოემების “ალუდა ქეთელაურის” და “სტუმარ მასპინძლის”, გალაკტიონ ტაბიძის და სხვა ცნობილი პოეტების ლექსების ქართული ზღაპრების აუდიოვერსიები.
დამსახურებები

• “დავით კლდიაშვილის სახელობის პრემიის” ლაურეატი – 1987 წ.
• “საქართველოს სახალხო არტისტი” – 1986 წ.
• “ხუთწლედის მატიანის პრემიის” ლაურეატი – 1983 წ.
• “თეატრალური საზოგადოების წევრი” – 1968 წ.
• “საქართველოს დამსახურებული არტისტი” – 1976 წ.
• “შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის” ლაურეატი – 1976 წ.

რევაზ კლდიაშვილი – ქიმიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი; 112 სამეცნიერო სტატიის ავტორი; ქიმიის ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოების ავტორი; Sigma-Xi ამერიკელ მეცნიერთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი; სამეცნიერო ჟურნალ „ინტელექტის’’ რედკოლეგიის წევრი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის დეპარტამენტის სადისერტაციო საბჭოს წევრი; დაჯილდოებულია დავით კლდიაშვილის სახელობის პრემიით პროზაში, საქართველოს სახელმწიფო პრემიით ლიტერატურის დარგში (დრამატურგია), საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემიით წლის საუკეთესო სპექტაკლისათვის ”ზარატუსტრას ჟამი”.

ლიტერატურული მოღვაწეობა:
1990 წ. _ მოთხრობების კრებული
1998 წ. _ “მეც ჩემი ბავსვობიდან მოვდივარ” – მოთხრობების კრებული
2002 წ. _ “იადონას თეატრი” – პიესების კრებული
2005 წ. _ ’ზარატუსტრას ჟამი”- პიესა (ქართულ, გერმანულ და რუსულ ენებზე)
2007 წ. _“ბუნებისმეტყველის მოგზაურობა ცნობიერების შეცვლის
თვალსაწიერში“(მონოგრაფია).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები