წიგნის – „კალისტრატე ცინცაძე – 150“ წარდგენა გაიმართება
11 დეკემბერს, 14:00 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის 404-ე აუდიტორიაში, წიგნის – „კალისტრატე ცინცაძე -150“ პრეზენტაცია-განხილვა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნი პროფესორ ნუგზარ პაპუაშვილის რედაქტორობით გამოიცა და ეძღვნება გამოჩენილი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, 1932-1952 წლებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – კალისტრატე ცინცაძის ცხოვრებასა და მის როლს საქართველოს ისტორიაში.