იროდი ასანაშვილის ნოველების ორტომეულის – „101 ნოველა“ წარდგენა გაიმართება

9 დეკემბერს, 18:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში  საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრის, იროდი ასანაშვილის ნოველების ორტომეულის – „101 ნოველა“ პრეზენტაცია გაიმართება.
თავად ავტორმა ფეისბუქზე სტატუსი გამოაქვეყნა: „9 დეკემბერს გელოდებით! მეამაყება, რომ ვარ ქრისტიანი, მართლმადიდებელი, მეამაყება, რომ ვარ ქართველი, მეამაყება, რომ ვარ იმ მშობლების პირმშო, ვინც ამ ქვეყანაზე მომავლინა უფლის ნებით,  მეამაყება, რომ უფალმა კალმის ხელში აღების საშუალება მომცა, მეამაყება, რომ ვარ სახალხო მწერლისა და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ბატონი რევაზ მიშველაძისა და დიდი ჭაბუა ამირეჯიბის (ბერი დავითის) ლიტერატურული და სულიერი შვილი“, – წერს იროდი ასანაშვილი.
იროდი ასანაშვილი საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრია, ნიკო ნიკოლაძისა და ჭაბუა ამირეჯიბის პრემიების ლაურეატია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯილდოს მფლობელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები