ფოლკლორის ცენტრში ზურაბ ბერსენაძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა გაიხსნება

8 დეკემბერს, 19:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ზურაბ ბერსენაძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ყველა მიმართულება – ტიხრული და ვიტრაჟული მინანქარი, ჭედურობა, ფერწერა, გრაფიკა.
ზურაბ ბერსენაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი. მუშაობდა თბილისის სამხატვრო კომბინატში მხატვარ-გამფორმებლად. მიიღო მონაწილეობა როგორც ადგილობრივ, ასევე საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში.
მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, რუსეთში, საბერძნეთში, გერმანიაში.
გამოფენა საინტერესოა მხატვრის ინდივიდუალური ხედვის თავისებურებით, ტექნიკური ოსტატობით და მაღალმხატვრული კომპოზიციებით.
გამოფენა  15 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები