საერთაშორისო კონფერენცია – „ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა“ გაიმართება

8 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია -„ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა”.
როგორც „კვირას“ ეროვნულ მუზუმში განუცხადეს, საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ორმხრივი სამთავრობო შეთანხმების შედეგად, 2017 წლის სექტემბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოელმა არქეოლოგებმა გოაში მდებარე მე-19 საუკუნის დასაწყისში განადგურებული წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტრის ნაშთებში აღმოაჩინეს. კვლევის შედეგები 2013 წელს ჟურნალ ARCHEOLOGY-ში დაიბეჭდა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთის არქეოლოგიის სამსახურის კოლექციაშია დაცული.
საერთაშორისო კონფერენციაზე – „ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა” მოწვეულნი არიან სპეციალისტები ინდოეთის არქეოლოგიის სამსახურიდან, გოას მსოფლიოს საკრალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „ქეთევანი” დამფუძნებლები და სამხატვრო ხელმძღვანელი. კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობენ პორტუგალიელი სპეციალისტები, რომლებიც ჩართულები იყვნენ ლისაბონის დაგრასას ტაძარში დაცული წმინდა ქეთევან დედოფლის ფრესკის კონსერვაციის პროექტში. დაგრასას ტაძარში დაცულ ფრესკაზე ქეთევან დედოფლის წამების სრული სცენაა ასახული. ფრესკის რესტავრაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები