ალექსანდრე კობერიძის ფილმის – „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“ ჩვენება გაიმართება

7 დეკემბერს, 19:00 საათზე, კინო „რუსთაველის“ მე-4 დარბაზში გაიმართება ფილმის ჩვენება – „ნეტავ, აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“ და, _  შეხვედრა ფილმის რეჟისორთან.
ფილმს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში უჩვენებენ, შეხვედრა კი, ალექსანდრე კობერიძესთან, კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართება.
ალექსანდრე კობერიძე  1984 წლის 19 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. 2005 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. 2009 წლიდან სწავლობს ბერლინის კინოაკადემიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები