ხუან ვალერას რომანის – „პეპიტა ხიმენესის“ წარდგენა გაიმართება

7 დეკემბერს, 20:00 საათზე,  ახალი თარგმანის – ხუან ვალერას „პეპიტა ხიმენესის“ წარდგენა გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს,  ამ წიგნის საშუალებით ქართველი მკითხველი პირველად გაიცნობს ხუან ვალერას ამ ფსიქოლოგიურ რომანს.
წიგნის პრეზენტაცია ესპანურ გარემოში გაიმართება. დამსწრე საზოგადოებას შეეძლება, ტრადიციული ესპანური კერძისა და სასმელის დაგემოვნება. ღონისძიება ჩატარდება ქართულ-ესპანურ ენაზე. ასევე, ორივე ენაზე წაიკითხავენ ფრაგმენტებს რომანიდან.
„პეპიტა ხიმენესი“ პირველად 1874 წელს გამოქვეყნდა. ესპანურიდან თარგმნა ელზა ახვლედიანმა.
რომანი მოგვითხრობს ახალგაზრდა სემინარისტის სიყვარულის ამბავს ლამაზი ყმაწვილი ქვრივი ქალისადმი.
წარდგენა გამომცემლობა „ინტელექტისა“ და ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრის „იბერიას“ ორგანიზებით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები