ანა ურუშაძეს სინგაპურის საერთაშორისო კინოფესტივალზე „სვაროვსკის“ ჯილდო გადაეცა

ანა ურუშაძე მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმით “საშიში დედა” საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოგზაურობას განაგრძობს. ამჯერად ანა სინგაპურში დააჯილდოვეს. როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ახალგაზრდა ქართველ რეჟისორს „სვაროვსკის“ ჯილდო გადაეცა.
ანა ურუშაძის „საშიში დედა” წელს საქართველოს კანდიდატი ფილმია „ოსკარზე“.
ახალგაზრდა რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარს უკვე წარმატებული საფესტივალო ცხოვრება აქვს.
„საშიში დედა” ლოკარნოს 70 -ე საიუბილეო კინოფესტივალზე „ოქროს ლეოპარდის” მფლობელი გახდა, როგორც საუკეთესო სადებიუტო ნამუშევარი, მალევე სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრი გადაეცა, რამდენიმე ლოს -ანჯელესში აზიურ ოსკარად წოდებულ APSA-ს დაჯილდოებაზე კი კიდევ 2 ჯილდო აიღო – ჟიურის გრან- პრი და საუკეთესო მსახიობი ქალის პრიზი (დაჯილდოვდა ნატა მურვანიძე ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის).
რამდენიმე დღის წინ “საშიში დედა” ესპანეთში, Gijón International Film Festival-ზე დამატებით 3 პრიზით დაჯილდოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები