პრეზიდენტმა პარლამენტს რიგგარეშე სხდომის გამართვაზე თანხმობა მისცა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს რიგგარეშე სხდომის გამართვაზე თანხმობა მისცა. შესაბამისი განკარგულება გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოსცა.

“საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2017 წლის 6 დეკემბრის 12:00 საათიდან, თანდართული დღის წესრიგით”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაცემულ განკარგულებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით დღეს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები