ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართა

„საქართველოს პრეზიდენტს მივმართე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე 6 დეკემბრის 12:00 საათიდან, რომელზეც პარლამენტი განიხილავს მთავრობაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განხილული იქნება კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისი თანმდევი 98 კანონპროექტი სამივე მოსმენით, დაჩქარებული წესით.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მთავრობამ კონსულტაციების საფუძველზე გაიწვია 12 კანონპროექტი, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების გაერთიანებას ეხებოდა. კონსულტაციების საფუძველზე ამ ორი სამსახურის გაერთიანება აღარ მოხდება.

ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხებიც განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები