ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამოფენას: „ილია – ევროპელი“ უმასპინძლებს

5 დეკემბერს, 18:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამოფენას: „ილია – ევროპელი“ უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ილიას მიმოწერა ევროპელ მეგობრებთან: მარჯორი და ოლივერ უორდროპებთან, არტურ ლაისტთან, ბარონ დე ბაისთან, ცნობილ ქართველოლოგთან, ჰუგო შუჰარდტთან და სხვებთან. ასევე გამოიფინება ილიას ჩანაწერები ევროპის ქვეყნებზე, პირადი წერილები და უბის წიგნაკების ჩანაწერები, სადაც ჩანს: მისი შეფასებები ევროპაში მიმდინარე თანამედროვე თუ ისტორიულ პროცესებთან დაკავშირებით, მისი პორტრეტი, როგორც ევროპული ყაიდის მოაზროვნისა.
გამოფენის გახსნაზე ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს ლექციას – „მთავარი ევროპელი“.
გარდა ამისა, გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია ინტერაქტიული კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის (სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის) – „ეკამათე ილიას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები