უბერტო პაზოლინისთან შეხვედრა გაიმართება

5 დეკემბერს, 19:00 საათზე,  კინოს სახლში გაიმართება შეხვედრა (Q&A) რეჟისორთან და პროდიუსერთან, უბერტო პაზოლინისთან.
როგროც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს,  უბერტო პაზოლინი თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელობს.
უბერტო პაზოლინი 1983 წლიდან მუშაობს ბრიტანეთის კინოინდუსტრიაში. 1993 წელს მან დააარსა საპროდიუსერო კომპანია “Redwave Films”. მისი პირველი დამოუკიდებელი მხატვრული ფილმია „პალუკავილი” (1995), რის შემდეგაც იგი მრავალი ფილმის პროდიუსერი იყო.
2008 წელს უბერტომ შრი-ლანკაზე გადაიღო ფილმი „მაჩანი” (2009), რომლის თანაავტორი და პროდიუსერიც თავად იყო. მისი, როგორც ავტორის, პროდიუსერის და რეჟისორის მეორე მხატვრული ფილმია “ნატიურმორტი” (2015) ედი მარსანის მონაწილეობით. ორივე ფილმმა მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები