უნგრული ფილმის – „1945″ ჩვენება და სცენარის ავტორთან შეხვედრა გაიმართება

6 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ „ამირანის“ მე-3 დარბაზში რეჟისორ ფერენც ტიოროკის ფილმს – „1945″ უჩვენებენ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ჩვენების შემდეგ, გაიმართება შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ფილმის სცენარისტთან, გაბორ ტ. სანტოსთან.
1945 წლის აგვისტოს პაპანაქებაში სოფლის მცხოვრებლები ქალაქის საბჭოს ჩინოვნიკის შვილის ქორწილისთვის ემზადებიან. ამასობაში, ორი ორთოდოქსი ებრაელი ჩადის სოფლის მატარებლის სადგურზე, რომელთაც თან აქვთ იდუმალებით მოცული ყუთები, წარწერით: „სურნელები“. სოფლის ჩინოვნიკი შიშობს, რომ ეს კაცები შეიძლება სოფლიდან გაძევებული ებრაელების შთამომავლები იყვნენ და ფიქრობს, რომ ისინი წინაპრებისთვის უსამართლოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას მოითხოვენ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები