საქველმოქმედო გალაკონცერტი – „საოპერო ვარსკვლავები ბანასთვის“ გაიმართება

5 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გრანდიოზული საქველმოქმედო გალაკონცერტი – „საოპერო ვარსკვლავები ბანასთვის“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი საოპერო ვარსკვლავები სამონასტრო-საგანმანათლებლო კულტურული და საზოგადოებრივი ცენტრის – „ახალი ბანას“ მშენებლობისათვის საჭირო სახსრების მოსაძიებლად ერთიანდებიან.
მონაწილეობენ: გიორგი გაგნიძე, იანო ალიბეგაშვილი,  ლადო ათანელი, თამარ ივერი, შალვა მუქერია, ქეთევან ქემოკლიძე,  ნანა ქავთარაშვილი, მიხეილ კოლელიშვილი, ზურაბ ზურაბიშვილი, თამთა ტარიელი, ნინო ლეჟავა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი. დირიჟორი – მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი ;
რეჟისორი – დავით საყვარელიძე.
შესრულდება არიები და ანსამბლები ვერდის, ჯორდანოს, პონკიელის, გუნოს, ჩილეას, დონიცეტის, პუჩინისა და ფალიაშვილის ოპერებიდან.
პატრიარქის კურთხევითა და ერთად დგომით დავიწყოთ ისტორიული მოქმედება, ავაგოთ სულიერებისა და ცოდნის „ახალი ბანას“ ტაძარი.
საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება „ახალი ბანას“ მშენებლობას. ქველმოქმედების მსურველებმა დარეკეთ ნომერზე: 0 901 700 307 მაგთის, „ჯეოსელისა“ და „ბილაინის“ აბონენტებმა, ზარის ღირებულება 1 (ერთი) ლარი.
„თი-ბი-სი ბანკი“: GE13TB7894136050100003 (შესაძლებელია ჩარიცხვა TBC PAY-ის აპარატებითაც: მთავარი >> სხვადასხვა >> ქველმოქმედება >> ფონდი ბანა)
საქართველოს ბანკი: GE34BG0000000901437300
„ლიბერთი ბანკი“: GE87LB0115142043269001/ GEL; GE60LB0115142043269002/USD; GE33LB0115142043269003/EUR

 ყოველი შემომწირველის სახელი ჩაიწერება ბანას მშენებელთა წიგნში და მუდმივად მოიხსენიება ლოცვებში.

ღონისძიების თანამონაწილეა კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს კულტურის პალატა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები