თბილისში უნგრეთის კულტურის დღეები ჩატარდება

4-5 დეკემბერს თბილისში უნგრეთის კულტურის დღეები ჩატარდება.
ამ თემასთან დაკავშირებით,  კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და უნგრეთის ელჩი საქართველოში – ვიქტორია ჰორვატი გაუძღვნენ.
2 დღის განმავლობაში, მსურველებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ უნგრეთის ტრადიციულ ფოკლორს და სხვადასხვა, თანამედროვე თუ კლასიკოსი უნგრელი მხატვრების ნამუშევრებს. ხელოვნების სასახლეში, ცნობილი უნგრელი ფერმწერისა და გრაფიკოსის – მიხაი ზიჩის ნამუშევრები გამოიფინება – წარმოდგენილი ექსპოზიცია კიდევ ერთხელ მოწმობს, უძველესი დროიდან, კავკასიაში საქართველოსა და უნგრეთის მეგობრობას.
23 თანამედროვე უნგრელი იუველირი თავის ნამუშევრებს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენს. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კი, „სალონა“ და მისი ბენდი“ წმინდა ეფრემის მამაკაცთა გუდთან ერთად საეკლესიო და ფოლკლორული მუსიკის კონცერტს გამართავს. დაუვიწყარ შოუს შესთავაზებს მაყურებელს, ასევე, უნგრული ეროვნული ცეკვების ანსამბლი მარჯანიშვილის თეატრში.
2017 წელს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტატუსის მქონე მონაწილე ქვეყანა, სწორედ უნგრეთია. კინომოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, თბილისის კინოთეატრებში იხილონ ბოლო დროის საუკეთესო უნგრული ფილმები, მათ შორის, 2016 წლის „ოსკარის“ გამარჯვებული “საულის ვაჟი” და ამავე წლის ბერლინის ფილმების ფესტივალის გამარჯვებული “სულისა და ხორცის შესახებ“.
ღონისძიებები, რომელიც 4-5 დეკემბერს, უნგრეთის კულტურის დღეების ფარგლებში ტარდება, 2 ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ეძღვნება.
უნგრეთის კულტურის დღეები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოში უნგრეთის საელჩოს ორგანიზებით ტარდება.

პროგრამა:

4-10 დეკემბერი – თბილისის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი „პრომეთე“ – უნგრეთი, საპატიო სტუმარი ქვეყანა.

4 დეკემბერი

10.00-11.00 – კათოლიკური წირვა
მის: კიტა აბაშიძის 10; წმინდა პეტრეს და პავლეს ეკლესია.

12.30-14.30 – გამოფენა – „უნგრეთი საქართველოში“ და თანამედროვე უნგრელი იუველირების ნამუშევრების გამოფენა
მის: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის 27.

18.00-19.30 „სალონა“ და მისი ბენდი“ – ფოკლორული კონცერტი წმინდა ეფრემის მამაკაცთა გუნდთან ერთად
მის: ვ. სარაჯიშვილის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, გრიბოედოვის 8/10.

5 დეკემბერი

10.00-10.30 – მიხაი ზიჩის ძეგლის გვირგვინით შემკობა
მის: 9 აპრილის პარკი. თბილისი.

11.30-13.00 – მიხაი ზიჩის ნახატების გამოფენის გახსნა და ზიჩის მიერ ილუსტრირებული წიგნის, „ადამიანის ტრაგედიის“ ახალი გამოცემის პრეზენტაცია
მის: ხელოვნების სასახლე; კარგარეთელის 6.

14.00-15.00 – ლექცია – მისტოტფალუელი მიკლოშ კიშის ხსნოვნისადნი მიძღვნილი ღონისძიება(1650-1702);
მის: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ოთახი № 107, ჭავჭავაძის გამზ. 1.

20.00-21.30 – ეროვნული ცეკვები – გალაკონცერტი
მის: მარჯანიშვილის თეატრი, კოტე მარჯანიშვილის 8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები