მარიამ ჭაჭიას ფილმი – „მოუსმინე სიჩუმეს” კინოფესტივალებზე მოგზაურობას განაგრძობს

მარიამ ჭაჭიას დოკუმენტური ფილმი “მოუსმინე სიჩუმეს” კინოფესტივალებზე მოგზაურობას განაგრძობს. როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ფილმი წარდგენილია ბავშვთა და ახალგაზრდობის საერთაშორისო კინოფესტივალზე – Olympia, რომელიც საბერძნეთში 2-9 დეკემბერს გაიმართება. “მოუსმინე სიჩუმეს” საერთაშორისო საკონკურსო სექციაში – KIDS&DOCS მონაწილეობს.
“მოუსმინე სიჩუმეს” კიდევ ერთი ფესტივალის მონაწილეა. ახალგაზრდულ ფესტივალზე – Ajyal Youth Film Festival, რომელიც დოჰაში, კატარში იმართება, მარიამ ჭაჭიას ფილმის სპეციალური ჩვენება 3 დეკემბერს შედგება.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საბავშვო ჟიურიში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად წელს კინოფესტივალზე წარმოდგენილ ფილმს ქართველი ბავშვები – ნინა არეშიძე და ელენე ბჟალავა შეაფასებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები