თბილისში ირანული ფილმების ფესტივალი გაიმართება

4-7 დეკემბერს, თბილისში  ირანული ფილმების ფესტივალი ჩატარდება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფესტივალის ფარგლებში, ქართული სუბტიტრებით ნაჩვენები იქნება ოთხი ირანული ფილმი.
ფილმების ჩვენება გაიმართება ყოველ დღე, 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, 19:00 საათიდან 21:00 საათამდე.

მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 1.

ფესტივალის პროგრამა:

 4 დეკემბერი, 19.00. – ფესტივალის გახსნა. ნაჩვენები იქნება ფილმი „მაყვალი“;
5 დეკემბერი, 19.00. – „საძილე არტერია“;
6 დეკემბერი, 19.00. – „სარა და აიდა“;
7 დეკემბერი, 19.00. – ფესტივალის დახურვა. ნაჩვენები იქნება ფილმი „ნარგიზების სეზონი“.

ფილმი  „მაყვალი“

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ცოლ-ქმრის შესახებ, რომელთაც შვილი არ ეყოლათ და სუროგატ დედას დაეძებენ, მაგრამ…

ფილმი: „საძილე არტერია“

ფილმში მოთხრობილია ერთი ქალის ისტორია, რომელსაც ქმართან გაყრის შემდეგ ახალი ცხოვრების დაწყება სურს, მაგრამ არ იცის, რომ ამ გზაზე ახალი სიყვარული ელოდება…

ფილმი : „სარა და აიდა“

ფილმი მოგვითხრობს ორი მეგობრის შესახებ. ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში ისინი ერთად რჩებიან და ერთმანეთს ეხმარებიან.

ფილმი: „ნარგიზების სეზონი“

ფილმში გადმოცემულია იმ ადამიანების ისტორია, რომლებიც სიცოცხლეს იმედის თვალით შესცქერიან და სიკვდილსაც არ ძალუძს მათთვის ამ იმედის წართმევა.

ფესტივალი ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, ასევე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები