„ორიონმა“ საინფორმაციო შინაარსის აქცია მოაწყო
3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს. ზესტაფონის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრმა „ორიონმა“ 1 დეკემბერს, საინფორმაციო ხასიათის აქცია მოაწყო. მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ისინი საჯარო და კერძო დაწესებულებებს სტუმრობდნენ.
„თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები“, „ჩვენ არ ვცნობთ შეზღუდვებს, ვირჩევთ თანაბარ შესაძლებლობებს“. ამ სლოგანით ისინი მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესაც ესტუმრნენ. საკრებულოს თავმჯდომარეს, ორგანიზაციის მიერ გამოცემული საინფორმაციო ბუკლეტი დაუტოვეს და მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.