სოფელ ოჟიოს წმინდა ნინოს სახელობის დარბაზული ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში წმინდა ნინოს  სახელობის დარბაზული ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. როგორც „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, სამუშაოები 2017 წელს საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად მიმდინარეობდა.
პროექტის ავტორია ნინო ბაკურაძე, შემსრულებელი – შპს „სალდო“. ჩატარებული სამუშაოების შედეგად: გაიწმინდა შიდა სივრცე და დაზუსტდა რელიეფის დონე; გაიწმინდა ტაძარი მიწისაგან და მცენარეებისაგან; გადაეწყო ფასადებიდან დაძრული საპირე ქვები; აღდგა ჩამონგრეული კედლები შერჩეული რიყის ქვით კირის დუღაბზე, აღდგა წირთხლები და კარნიზი კირდუღაბით, სახურავი გადაილესა კირხსნარით და მოეწყო კრამიტით, იატაკი მოეწყო ქართული აგურით კირდუღაბზე, ეკლესიის გარშემო მოეწყო სარინელი, მოეწყო კარებები მაგარი ჯიშის ხის მასალით ლითონის ელემენტებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები