გელა ბაბლუანის ახალი ფილმი – Money ბრიუსელის საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელია

ქართველი რეჟისორის, გელა ბაბლუანის ახალი ნამუშევარი Money ბრიუსელის საერთაშორისო ფესტივალზე გრან-პრის მფლობელი გახდა.  როგორც „კვირამ“ გაარკვია, საუკეთესო რეჟისორის სტატუსი თავად რეჟისორმა და ფილმის სცენარისტმა მიიღეს.
გელა ბაბლუანი საფრანგეთში მოღვაწეობს და ფილმის პრემიერა საფრანგეთის კინოთეატრებში ოქტომბერში გაიმართა. Money-ი სამი მძარცველის ცხოვრებას მოგვითხრობს, მათ ცხოვრებას,  ქურდობისას, მოულოდნელი შემთხვევა ცვლის.
ფილმის სცენარის ავტორი გელა ბაბლუანია,  პროდიუსერები – იუბერ კაილარი და დომინიკ ბუტონა („ელეკტრიკ ფილმსი“), ასევე გელა ბაბლუანის მიერ პარიზში დაარსებული კომპანია „ლე ფილმს დე ლა სტრადა“, კო-პროდუსერები კი – „ჟერიკო“ და „ორანჯ სტუდიო“.
Money-ის გადაღებები ნორმანდიაში დაიწყო და დეტროიტში გაგრძელდა. ფილმის დისტრიბუციას საფრანგეთში “ოკეან ფილმსი“ განახორციელებს, ხოლო საერთაშორისო არენაზე – „კინოლოგია“.
გელა ბაბლუანს მსოფლიო აღიარება სადებიუტო ფილმმა „ცამეტმა“ მოუტანა, რომელიც 2005 წლის ვენეციის კინოფესტივალის საუკეთესო სადებიუტო ფილმი გახდა, 2006 წელს კი – სანდენსის კინოფესტივალის ჟიურის გრან-პრი მიიღო. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე კი, საუკეთესო რეჟისურისთვის „ვერცხლის პრომეთეთი“ დააჯილდოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები