პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო „ლეო გრანდი“ უკომენტაროდ დატოვა

პრემიერ მინისტრმა სასტუმრო “ლეო გრანდი”, სადაც რამდენიმე საათის წინ ხანძრის შედეგად, შსს-ს დაზუსტებული ინფორმაციით 11 ადამიანი გარდაიცვალა უკომენტაროდ დატოვა. პრემიერ-მინისტრი შენობაში შევიდა და შემთხვევის ადგილი დაათვალიერა. გიორგი კვირიკაშვილის თვითმფრინავი სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის გამო ბრიუსელიდან თბილისის ნაცვლად ბათუმში დაჯდა.

შეგახსენებთმ რომ სასტუმრო „ლიოგრანდეში“ ხანძარი დღეს საღამოს გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მე-4 და მე-5 სართულს გაუჩნდა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში.

სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები