გაბრიელ სალოსის გამზირზე განხორციელებული სპეცოპერაციისას 4 სამართალდამცველი დაიჭრა

კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი დაიღუპა 2 კი დაიჭრა. ამასთან, დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანმა, ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია დასრულებულია. ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.
სამწუხაროდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და დაიჭრა 2 . ამასთან, დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ამ პირებთან მიმართებაში დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაციის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ თანამშრომელს, სპეცრაზმელს და პოლიციელს, ვინც საკუთრი სიცოცხლის რისკის ფასად, დაიცვა ჩვენი მოქალაქეები.
ამ რთული ვითარების გადატანისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს მოსახლეობას, რომ მათ ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან“,- განაცხადა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები