სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს გააცნო

ძაღლების ჰიპერპოპულაციის რეფორმის მიზნებსა და განხორციელების გზებზე იმსჯელეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რეგიონის მუნიციპალიტეტებს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ დოლაბერიძე ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა ითვალისწინებს პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას უფასოდ. ასევე, მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას.

პროგრამა ხელს შეუწყობს ცხოველების ჯანმრთელობის დაცვასა და ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები