კახა კალაძე, დაღუპული სპეცრაზმელის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის მერი კახა კალაძე, დღეს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი სპეცრაზმელის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ სპეცდანიშნულების რაზმის წევრის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას, სპეცრაზმელი დაიჭრა, რომელიც შემდგომ ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები