აჭარის ტელევიზაში ჩატარებული კონკურსი სკანდალის მიზეზი ხდება

  აჭარის ტელევიზიაში ჩატარებული კონკურსის საფუძველზე, არხმა ჰქონდა, ვიდრე შორენა ღლონტს. ღლონტს ოთკაციანი საკონკუსაინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ხმათა უმრავლესობით “გურია ნიუსის” ყოფილი ჟურნალისტი შორენა ღლონტი აირჩია. კონკურსის დეტალებით გაზეთი „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, კონკურსის ობიექტურობა ეჭვქვეშ შედეგების გამოცხადებისთანავე დადგა, ვინადან შეტანილი განაცხადებით ირკვევა, რომ რამდენიმე კონკურსანტს გაცილებით მეტი სატელევიზიო გამოცდილება რსო კომისიიდან მხარი სამმა დაუჭირა, ერთი ხმა ერგო ჟურნალისტ ვახტანგ ხუზმიაშვილს. “პრაიმტაიმთან” საუბრისას” ხუზმიაშვილი გამოთქვამს ეჭვს, რომ კომისია მიკერძოებული გახლდათ და რეალურად, თუ ვინ უნდა აერჩიათ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტზე, თავიდანვე გადაწყვეტილი იყო. იმის გასარკვევად, თუ რა კრიტერიუმების გათვალისინებით გაკეთდა არჩევანი შორენა ღლონტზე, „პრაიმტაიმი“ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს, “აჭარის ტელევიზიის” ხელმძღვანელ სოსო სტურუას დაუკავშირდა.
„კონკურსზე წარმოდგენილი იყო 7 კანდიდატი. ჩვენ ამომწურავად განვიხილეთ თითოეულის შესახებ ინფორმაცია, მათთან გვქონდა დეტალური, დაახლოებით 40- წუთიანი გასაუბრება. შვიდივეზე ჩავატარეთ კვლევა, შევისწავლეთ წარსული, თუ ვისთან უმუშავიათ მათ და როგორი ავტორიტეტი აქვს მოხვეჭილი. ასევე მხედველობაში იქნა მიღებული, თუ რა პროდუქტი შეუქმნია ამ ადამიანს. ყველაფრის გაანალიზების შემდეგ კომისიის თითოეულმა წევრმა მიიღო გადაწყვეტილება. შორენას აქვს საკმაოდ მაღალი ავტორიტეტი, გამოირჩევა ჟურნალისტური პრინციპების დაცვით. გასაუბრებაზე დავინახეთ, რომ აქვს ორგანიზაციული ნიჭიც. – რაც შეეხება გამოცდილებას… როგორც ვიცით ის მუშაბდა “მეცხრე არხის” რეგიონალურ კორესპონდენტად და სააგენტო “გურია ნიუსში”. თუ მიკერძოებული ვიყავი მინიმუმ ჩემი ნაცნობი უნდა ყოფილიყო, ხო? მე ეს ადამიანი პირველად ვნახე გასაუბრებაზე, მანამდე არ ვიყავი შეხვედრილი და კომისიის არცერთი წევრი არ იცნობდა შორენას. ჩემთვის გაუგებარია ეს პრეტენზიები“,- განაცხადა სოსო სტურუამ.
რაც შეეხება კიდევ ერთი კონკურსანტის ვახო ხუზმიაშვილის კანდიდატურას, სტურუას განცხადებით, ხუზმიაშვილს ტელევიზიებში პროდუსერად მუშაობის მეტი გამოცდლება ჰქონდა, ვიდრე ღლონტს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ კომისიას მასზე გაეკეთებინა არჩევანი.
„ის, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჟურნალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი არ ყოფილა შორენა ღლონტი, არ ნიშნავს, რომ შანსი არ უნდა მიეცეს. უბრალოდ მასში მე დავინახე ის თვისებები, რომლებიც ჩვენი ჟურნალისტური რედაქციის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს“,- დასძინა სტურუამ.
ჟურნალისტ ვახო ხუზმიაშვილი შეფასებით, კომისია, რომელსაც სოსო სტურუა ხელმძღვანელობდა, მიკერძოებული გახლდათ. “პრაიმტაიმთან” საუბრისას ის გამარჯვებული კანდიდატის სატელევიზიო გამოცდილებასაც იხსენებს.
„პირდაპირ ვიტყვი, რომ ის 13- წლიანი გამოცდილება, რაც მე მქონდა, არც სხვა კანდიდატებს არ ჰქონია. გარდა იმისა, რომ ვიყავი არაერთი ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, გავლილი მაქვს “ბი-ბი-სის” გადამზადების კურსი, რომელიც რატომღაც არ აღმოჩნდა საინტერესო საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნილი “აჭარის ტელევიზიისთვის”. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ან კომისია იყო არაკომპეტენტური, ან თავიდანვე გადაწყვეტყილი იყო შორენა ღლონტის გაყვანა. არ მინდა ჩემს თავზე საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ ვერცერთი კრიტერიუმით გამარჯვებული კანდიდატი ვერ მიწევდა კონკურენციას, იქნება ეს სტაჟი, ჟურნალისტური პროდუქტი თუ სხვა. თუ არ ჰქონდა აზრი არც გამოცდილებას, არც სტაჟს, მაშინ რად უნდოდათ საერთოდ კონკურსის ჩატარება, პირდაპირ დაენიშნათ ეს ადამიანი. შორენა ღლონტი მუშაობდა გურის რეგიონში “მეცხრე არხის” კორესპოდენტად, როდესაც მე ვიყავი ამ არხის საინფორმაციოს პროდიუსერი. ერთადერთხელ ჩავრთე პირდაპირ ეთერში, მაგრამ სამწუხაროდ იმდენად ცუდი ჩართვა ჰქონდა, რომ მეორედ მისი ჩართვა აღარც გვიცდია. ჟურნალისტი, რომელიც თვითონ ვერ ერთვება პირდაპირ ეთერში, იმან შეიძლება ვინმეს ჩაართვა მოიწონოს, ან დაიწუნოს? სინამდვილეში გათამაშებული იყო სცენარი, ვითომ როგორ დემოკრატიულად ჩატარდა კონკურსი, სამი ხმა მიიღო ერთმა კანდიდატმა, ერთი ხმა კი – მეორემ“,- განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.
“აჭარის ტელევიზიის” საინფორმაციო სამსხაურის ახალი ხელმძღვანელი არხზე გარკვეული სიახლეების დანერგვას გეგმავს. “ვფიქრობ, უნდა შუქდებოდეს ყველა ახალი ამბავი. იქნება ეს რეგიონის ახალი ამბავი თუ ქვეყანაში მიმდინარე. მთავარი საინფორმაციო უნდა იყოს უფრო დინამიური. ვფიქრობ, დღის მანძილზე გაშუქდება ყველა ახალი ამბავი, მაგრამ მთავარი საინფორმაციო გამოშვება უნდა იყოს განსხვავებული”, – განაცხადა შორენა ღლონტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები