“საქართველოში თუ ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც გვაქვს, არ შენარჩუნდა, ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა არ გამოსწორდება” – ბიძინა გიორგობიანი

“საქართველოში თუ ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც გვაქვს, არ შენარჩუნდა, ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა არ გამოსწორდება”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა განუცხადა.

როგორც მან განმარტა, ქვეყნებში, სადაც შიდა პროდუქტი იზრდება, ასევე ერთად იზრდება სოციალური პაკეტებიც და სხვადასხვა საშუალება, რომლის მიხედვითაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ უფრო მეტი შვილი იყოლიოს.

“საქართველოში საჭიროა, შევინარჩუნოთ ასეთი ეკონომიკური ზრდა. ჩვენ გვაქვს ისეთი ეკონომიკური ზრდა, როგორიც არ აქვს თვითონ ევროკავშირის ქვეყნებს“, – აღნიშნა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები