მახაშვილი – ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: პოლიტიკაში შემოვიდნენ იმიტომ, რომ თავიანთი ჩადებული ფული, რაც თავის დროზე ჰქონდათ ანაკლიის კონსორციუმში, რაღაცნაირად პოლიტიკურ ნაწილში ამოეღოთ
“ეს ადამიანები არ არიან სანდო არც პოლიტიკაში, არც ეკონომიკაში”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი “ლელოს” ლიდერებზე, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე საუბრისას აცხადებს.
კერძოდ, ის ეხმაურება ფაქტს, რლმ ჰოლანდიელ ბიზნესმენ ბობ მეიერს, რომელმაც ანაკლიის პორტზე ვაშინგტონში საქართველოს წინააღმდეგ დავა წააგო, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 7 მილიონამდე დოლარი გადაურიცხეს.
“საზოგადოებამ ყველა კითხვას გასცა პასუხი, რომელიც ამ დუოს ეხებოდა. ეს ადამიანები არ არიან სანდო არც პოლიტიკაში, არც ეკონომიკაში. პოლიტიკაში შემოვიდნენ იმიტომ, რომ თავიანთი ჩადებული ფული, რაც თავის დროზე ჰქონდათ ანაკლიის კონსორციუმში, რაღაცნაირად პოლიტიკურ ნაწილში ამოეღოთ. ეს იყო მთავარი და პოლიტიკა იყო მათი საფარი. ჩვენ ვნახეთ არაერთი ხელშეკრულება, ზოგი ამერიკული და ზოგიც სხვა, რომ გარეთ ქვეყნის დაზიანებით, ანაკლიასთან დაკავშირებული მთელი ეს ლაფის სროლა სახელმწიფოსთვის წლების განმავლობაში, ლობისტური საქმიანობა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. შემდეგ პოლიტიკაში შემოდგეს ფეხი, ერთი ტრიბუნალი სცადეს, მეორე ტრიბუნალი სცადეს და ყველაფერი წააგეს. ამიტომ, ზედმეტი, დამატებითი, ახალ-ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას, მე მგონი, მათთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა თუ წავიდოდნენ პოლიტიკიდან და დააცდიდნენ იმ ადამიანებს პოლიტიკის თუ ბიზნესის კეთებას, რომლებმაც იციან როგორ აკეთონ ბიზნესი და როგორ აკეთონ პოლიტიკა”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.