აგარაში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

აგარაში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს აგარაში კულტურის სახლის რებილიტაციის მიმდინარე სამუშაოები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლითონის კოჭებით გადახურვის კონსტრუქციების, პარაპეტის , ტრიბუნისა და სცენის მოსაწყობი სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შენობის სრული რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა.
პროექტი ხორციელდება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,სამშენებლო კომპანია მაქსიმო”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები