“2026-2030 წლების LGBTQ სტრატეგია არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ვითარება ევროკავშირში არა თუ გაუმჯობესდება, არამედ ძალიან სწრაფი ტემპით მიდის კვდომისა და ლპობისკენ” – შაქარიშვილი
“ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება და ბოლო გადაწყვეტილება ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი, 2026-2030 წლების LGBTQ სტრატეგია არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ვითარება ევროკავშირში არა თუ გაუმჯობესდება, არამედ ძალიან სწრაფი ტემპით მიდის კვდომისა და ლპობისკენ”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა განუცხადა.
„ეს ყველაფერი მიზნად ისახავდა იმას, რომ საქართველო გამოყენებული ყოფილიყო სხვისი ინტერესებისთვის. სხვა სიკეთეებთან ერთად ღმერთმა გვიბოძა მნიშვნელოვანი აქტივი, რასაც ჰქვია საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა. ეს აქტივი ეფექტიანად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ“, – თქვა შაქარიშვილმა.