“რა თქმა უნდა, ევრონესტის რეზოლუცია რეალობას სრულიად აცდენილია”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, ეს ჩვეულებრივი
ვიწრო დღის წესრიგის ნაწილია.
“პოლიტიკური ჯგუფების, ვისგანაც ევროპარლამენტარები შედგებიან, მიზანია – საქართველოს ინტერესები დააზიანონ ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებათ – ევროპარლამენტში, PACE-ში თუ სხვაგან. ამის საპასუხოდ კონკრეტული მტკიცებულებები და არგუმენტები გვაქვს. საქართველოს დელეგაცია ევრონესტზე სწორედ იქიდან გამომდინარე არ იმყოფებოდა, რომ ვხედავდით, პროცესი სრულიად უსამართლოდ მიდიოდა და საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა აბსოლუტურად არარელევანტური იყო. ახალი არ არის, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი გამორჩეულია. მათი პოლიტიკური ოჯახის წევრია ის რამდენიმე პარტია, რომლის აკრძალვის სარჩელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს შეტანილი, რადგან ისინი არიან ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟის პროცესში ჩართული. ამ საბოტაჟს ყველგან აგრძელებენ, სადაც ხელი მიუწვდებათ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ 31 ოქტომბერს რეზოლუცია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა.