“აქამდე დაცემას ვერ წარმოვიდგენ, რომ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისთვის დაუპირისპირდნენ” – გია ვოლსკი
“ევრონესტის კრიტიკაზე ცალკე კითხვა ქმნის განცდას, თითქოს, საქართველოს მიმართ ცეცხლი სხვადასხვა მიმართულებებიდან არის გახსნილი. სინამდვილეში, ყველა სტრუქტურა „სახალხო პარტიას“ ექვემდებარება და ყველა სტრუქტურას ერთი ხელმძღვანელი ჰყავს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, საქართველო პროქსი ომში არ ერთვება და ყველა მიმართულებიდან საკმაოდ ინტენსიურ შეტევას უნდა მოველოდეთ.
“ეს შეტევები ბოლო პერიოდში გაძლიერდა და ფიზიკური დაპირისპირებების სახე 4 ოქტომბერს მიიღო. თუ ამას არ გაითვალისწინებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ, ხელისუფლების წარმომადგენლებთაგან არავის გაუკვირდება, მაგრამ კიდევ ერთი სერიოზული თემაა – მათ შეიძლება, საზოგადოების დასჯაზე დაიწყონ საუბარი, რომელიც ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს არ დაეთანხმა და ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. პრაქტიკულად, ეს სასჯელი შანტაჟის მექანიზმია. აქამდე დაცემას ვერ წარმოვიდგენ, რომ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისთვის დაუპირისპირდნენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.