“აბსოლუტურად გაუფასურებულია, მათ შორის, ის სიტყვა, რა სიტყვასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვისმენთ უსამართლო და უკვე მტრული მიდგომებიდან გამომდინარე” – მაია ბითაძე

“გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით არაფერი დადებითის და სამართლიანის მოლოდინი არ გვაქვს”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განუცხადა.

“პრაქტიკულად, აბსოლუტურად გაუფასურებულია, მათ შორის, ის სიტყვა, რა სიტყვასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვისმენთ იმ უსამართლო და უკვე მტრული მიდგომებიდან გამომდინარე, რასაც ასე ძალიან შეეჩვია ბრიუსელის ბიუროკრატიის ერთი ნაწილი საქართველოსთან მიმართებით. ერთგვარად, ტრენდადაც კი აქციეს, გარკვეულ შეჯიბრებასაც აქვს ადგილი ვინ უფრო მეტ სიცრუეს და ცუდს იტყვის საქართველოს ხელისუფლებაზე, რაც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ პირველ რიგში აზიანებს რეპუტაციას თვითონ ევროკავშირისას. მათ შორის, სხვა წევრ სახელმწიფოებში, კანდიდატ სახელმწიფოებში და იმ სახელმწიფოებში, რომელსაც შეიძლება ოდესმე სურვილი გასჩენოდათ, რომ ერთ დროს დემოკრატიულ და ეკონომიკურად განვითარებულ კავშირში გაერთიანებულიყვნენ. პრაქტიკულად, ევროკავშირი დღეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ინსტიტუტი იმ ინსტიტუტისგან, რომელსაც ჩვენ თუნდაც ათი წლის წინ ვიცნობდით. განსაკუთრებით დამძიმდა მისი მდგომარეობა უკრაინაში დაწყებული რუსული ომის შემდგომ”, – აღნიშნა ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები