ჩრდილოეთ ავღანეთში მომხდარი 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგადაც გარდაცვლილთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. დაშავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა, 640-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 25 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.
მნიშვნელოვნად დაზიანდა ინფრასტრუქტურა და ისტორიული ლურჯი მეჩეთი.
თალიბანის მთავრობის მთავარმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა, X-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მიწისძვრამ მსხვერპლი და ფინანსური ზარალი გამოიწვია. მან თქვა, რომ სამთავრობო ორგანიზაციები საჭირო დახმარების მისაღებად მუშაობენ.
„ჩვენი სამაშველო და ჯანდაცვის ჯგუფები ადგილზე ჩავიდნენ და ყველა ახლომდებარე საავადმყოფო დაშავებულების სამკურნალოდ მზადყოფნაშია“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა შარფატ ზამანმა.
ავღანეთში მყოფმა გაერო-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან საჭიროებების შესაფასებლად და დახმარებისთვის.