დავით სერგეენკო: სამინისტროების შერწყმის შედეგად ხარჯები, რა თქმა უნდა, შემცირდება

სამინისტროების შერწყმის შედეგად ხარჯები, რა თქმა უნდა, შემცირდება, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
სერგეენკო მთავრობაში განხორციელებულ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა.
„სამინისტროების შერწყმის შედეგად ხარჯები, რა თქმა უნდა, შემცირდება. მინიმუმ შემცირდება მინისტრები და ნაწილი მოადგილეების, ასევე, ადმინისტრაციული ხარჯები. ადმინისტრაციული მართვის ინსტრუმენტები გაერთიანდება გაერთიანებულ სამინისტროებში. რაც შეეხება უფრო დეტალიზებულ ჩაშლას, თუ რამდენი იქნება ეს შემცირება, უნდა მივცეთ გაერთიანებული სამინისტროების მინისტრებს იმის საშუალება, რომ დეტალურად ჩამოაყალიბონ სტრუქტურები, გააკეთონ გათვლები და ამის შესახებ შემდეგ მოგვახსენონ“, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები