ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

0

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

პროკურორები სსიპ ქალაქ თბილისის N212-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და ისეთ გახმაურებულ დანაშაულებზე ესაუბრნენ, როგორიცაა ოჯახური დანაშაული, წვრილმანი ქურდობა, კიბერდანაშაული. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო აზარტულ თამაშებსა და არასრულწლოვანთა განრიდებას.

შეხვედრა, რომელსაც დაახლოებით 50 მოსწავლე ესწრებოდა, ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. განხილულ საკითხებთან დაკავშირებით შედგა დისკუსია – ძველი თბილისის პროკურორებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია დანაშაულის პრევენცია, მოსწავლეთა სამართლებრივი ცნობიერების გაღრმავება და პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი