კახა კალაძე: გაგარინის #10-ში მცხოვრები მოსახლეობის ქირის ხარჯებს მერია დაფარავს

კომუნიკაცია შედგა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მოხდა მათი გაყვანა. ყველა ხარჯს მერია თავის თავზე აიღებს. ეს არის ქირის ხარჯები, – ამის შესახებ თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„რაც შეეხება კონკრეტულ სახლს გაგარინის #10-ში, აუცილებელია მისი დემონტაჟი, რადგან ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ძალიან ბევრია ასეთი სახლები, შეიძლება ითქვას, რომ ყველა რაიონში არსებობს ავარიული სახლები. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ერთი არის ის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ რეაბილიტაციას, გამაგრებით სამუშაოებს და მეორე არის ის, რომ ინვესტორებს აუცილებლად შევუწყობთ ხელს, რომ პირადად აწარმოონ მოლაპარაკებები ამ ადამიანებთან და დათანხმების შემთხვევაში, სადაც თანხვედრაში მოვა ინვესტორის და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი, მერიის მხრიდან იქნება თანადგომა, რომ ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენდეს და დააკმაყოფილონ ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ადგილას ცხოვრობენ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
გაგარინის #10-ში მდებარე სახლში, რომელიც ნგრევის პირასაა, 18 ოჯახი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები