მიხეილ გიორგაძე: შტატების შემცირება გარდაუვალია

შტატების შემცირება გარდაუვალია და ეს, დიდწილად, ადმინისტრაციულ ნაწილზე მოვა, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა. უწყების ხელმძღვანელი მთავრობაში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებს გამოეხმაურა.
„ადამიანის რაოდენობის მხრივ, ციფრებზე სასაუბროდ, ბუნებრივია, არ ვარ მზად, იმიტომ რომ, ოპტიმალური როგორც სტრუქტურა, ისე საშტატო განრიგი უნდა ჩამოვაყალიბოთ. შენობებს რაც ეხება, პირველ ხანებში, ალბათ, მოგვიწევს ორ შენობაში გადანაწილება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ოპტიმალური და იდეალური იქნებოდა ერთ შენობაში განთავსება, ელემენტარული კომუნიკაციის, სამუშაო ატმოსფეროს შექმნისთვის“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
გიორგაძემ აღნიშნა, რომ სპორტის მინისტრის მოადგილეებიდან ერთი ან ორი, უკვე მისი მოადგილის პოსტებს დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები