არჩილ თალაკვაძე: პატივს ვცემ ოზურგეთელების გადაწყვეტილებას, მზად ვარ, გამარჯვებულს მივულოცო

საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. შეჯიბრი რეალურ პროგრამებს, ძლიერ კანდიდატებს და პარტიებს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც გამოჩნდა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებაშია ნათქვამი.
თალაკვაძე აღნიშნული განცხადებით, თვითმმართველობის მეორე ტურს ეხმაურება.
„მადლობას ვუხდი, პირველ რიგში, ჩვენს მხარდამჭერებს, რადგან ქვეყნის მასშტაბით “ქართულმა ოცნებამ” მაღალი ნდობა მიიღო საზოგადოებისგან. მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციას, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს და მედიას, კარგი გაშუქებისთვის.
მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობის დასაკავებლად, არჩევნების მეორე ტური ჩატარდა ოზურგეთშიც. ხალხმა საკუთარი არჩევანი გამოხატა. მიუხედავად იმისა, რომ საოლქო კომისია ერთ უბანთან დაკავშირებულ დავას განიხილავს, ჩემთვის საზოგადოების არჩევანი ნათელია და პატივს ვცემ ოზურგეთელების გადაწყვეტილებას. მზად ვარ, გამარჯვებულს მივულოცო. როგორც თქვენს მიერ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, გავაგრძელებ მუშაობას ახლად არჩეულ მერთან, საკრებულოსთან, გუბერნატორთან, არასამთავრობო და კერძო სექტორთან, ასევე, მედიასთან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომავალი წარმატებისთვის!“, -აცხადებს თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები