დავით მათიკაშვილი: დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა კარგი წამოწყებაა

“დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა კარგი წამოწყებაა”, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი და აღნიშნულს დადებითად მიიჩნევს.
მათიკაშვილის განცხადებით, უნდა განისაზღვროს, ეს ორგანო ვისგან და რისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს.
მისივე თქმით, ახალი კონსტიტუციით, პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობიდან გადის და ცალკე სტრუქტურა იქნება.
„ახალი კონსტიტუციით, პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობიდან გადის და ცალკე სტრუქტურა იქნება. შესაბამისად, ეს ორგანო ძალოვანი უწყებებისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს და სწორედ ეს ხდება. ვფიქრობ, რომ ეს ორგანო მასზე დამოუკიდებელ ფუნქციებს შეასრულებს და მნიშვნელოვანია, ყველა გამოძიება იყოს ბოლომდე მიყვანილი. საზოგადოებამ ყველა კითხვაზე პასუხი უნდა მიიღოს. მით უმეტეს, ისეთ შემთხვევებზე, სადაც სამართალდამცველები მონაწილეობენ. ეს კარგი წამოწყებაა და ამაზე ბევრი ვიმსჯელეთ”, – განაცხდა მათიკაშვილმა.
დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები