გაგარინის ქუჩაზე მცხოვრები 18 ოჯახი ალტერნატიული ფართის მოლოდინშია

გაგარინის ქუჩა 10-ში მცხოვრები 18 ოჯახი ალტერნატიული ფართის მოლოდინშია. ავარიულმა სახლმა ნგრევა გუშინ დაიწყო და იქ მყოფი მობინადრეების ევაკუაცია ევაკუაცია გუშინვე მოხდა.
ადგილობრივებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი დროებით საცხოვრებელს დაჰპირდა.
მოსახლეობა აცხადებს, რომ თბილისის მერია მათ ფართებით დაკმაყოფილებას დაჰპირდა. 18 ოჯახი ჯერჯერობით ქირით გადავა.
მათი ინფორმაციით, არსებობს ინვესტორი, რომელიც ახალ კორპუსს ააშენებს.
გაგარინის 10-ში მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები